ვიზუალური ხელოვნება

კაცების სამაია – მხატვარი ლია უკლება სუხიშვილის განცხადებაზე

ქართველი მხატვარი, ლია უკლება, გეი მოცეკვავეების სიყვარულზე გადაღებული ფილმის And Then We Danced შესახებ ქართული ნაციონალური ბალეტის ხელმძღვანელის, ნინო სუხიშვილის პოზიციას ეხმიანება და ამის საპასუხოდ ახალ ნახატს ქმნის.

“კაცები ცეკვავენ სამაიას ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება იყოს ისეთი, როგორიც არის მისი შინაგანი მდგომარეობა. და ისე უნდა იცხოვროს, როგორც მას სურს”, — ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ლია უკლება.

შეგახსენებთ, რომ გეი სიყვარულზე გადაღებული ქართულ-შვედური ფილმის და ჩვენ ვიცეკვეთ რეჟისორი, ლევან აკინი ამბობს, რომ სუხიშვილების ხელმძღვანელმა, ნინო სუხიშვილმა ფილმს პრობლემები შეუქმნა. ამის შესახებ მან The Guardians-თან ინტერვიუში თქვა. ლევან აკინის თქმით, ნინო სუხიშვილმა სხვა ცეკვის სტუდიებს მიმართა, ფილმიდან მოცეკვავეები დაბლოკა და მათ უთხრა, რომ ფილმში მონაწილეობის შემთხვევაში ვეღარასდროს იცეკვებდნენ.

ნინო სუხიშვილი რეჟისორ ლევან აკინს პასუხობს და ამბობს, რომ “სიცრუე” და “ცილისწამებაა”, რომ მან ცეკვის სტუდიებს მიმართა და ფილმში [And Then We Danced] მონაწილე მოცეკვავეები დაბლოკა. ამასთან, იგი აცხადებს, რომ ისტორიულად ანსამბლში სხვა ორიენტაციის კაცი არ ჰყოლიათ.

კომენტარები

კომენტარი