ვიზუალური ხელოვნება საშემსრულებლო ხელოვნება

ლევან სონღულაშვილის ნამუშევრების მიხედვით კვიპროსის თანამედროვე ბალეტის ანსამბლი პერფორმანსს დგმას

ნიუ-იორკში მოღვაწე ქართველი არტისტის, ლევან სონღულაშვილის ნამუშევრების მიხედვით კვიპროსის თანამედროვე ბალეტისა და პერფორმატიული ხელოვნების ანსაბლი პერფორნმასს დგამს, – ამის შესახებ ინფორმაცია სონღულაშილმა სოციალურ ქსელ ფეისბუკში გაავრცელა.

ლევანი პირველი ქართველი არტისტია, რომელიც ArtistADay-ის მსოფლიო ხელოვანთა რეიტინგშიც მოხვდა და ნიუ-იორკის ხელოვანთა ტოპ ათეულშია. ორი წლის წინ ჯეფ კუნსისგანაც მიიღო თანამშრომლობის შემოთავაზება თავის მანჰეტენის კომპანიაში.

აღსანიშნავია, რომ ლევანი პირველი და ერთადერთი ქართველი ხელოვანია, რომლის ნახატებმაც მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს, ბრუკლინის მუზეუმის მუდმივ კოლექციაში, ენდი უორჰოლის, პაბლო პიკასოს, ანრი მატისის, ეგონ შილესა თუ მაკს ბეკმანის ნამუშევრებთან ერთად დაიდო ბინა. სონღულაშვილის ნახატები ტერნერის პრიზიორი ბრიტანელი კონცეპტუალისტი არტისტის, ჯერემი დელერის, მუზეუმის კურატორთა და ამერიკელი როკ ლეგენდის, პანკის ნათლიის, იგი პოპის ფავორიტი გახდა. გარდა ამისა, ლევანი სინგაპურის არტ რეზიდენციის გამარჯვებულია.

კომენტარები

კომენტარი