საშემსრულებლო ხელოვნება

თეონა კონტრიძემ განაცხადა, რომ რუსეთში კონცერტების შეწყვეტას არ აპირებს

რუსეთში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა, თეონა კონტრიძემ, რუსულ მედია პორტალ РИА Новости-ს განუცხადა, რომ საქარველოში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენებისა და ანტისაოკუპაციო საპროტესტო ტალღის მიუხედავად, რუსეთში კონცერტების შეწყვეტას არ აპირებს.

“საკონცერტო დარბაზ Мир-ში, 5 ოქტომბერს, კონცერტი შედგება. არაფრის გაუქმებას არ ვაპირებ, ჩვეულ რეჟიმში შევხვდები ჩემს პუბლიკას. მე მოსკოვში ვცხოვრობ და ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ” – განაცხადა მომღერალმა.

როგორც იცით, 20 ივნისს, საქართველოში რუსი დეპუტატების ჩამოყვანის გამო, ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციები, სახელწოდებით #სირცხვილია დაიწყო. საპროტესტო ტალღას მალევე შეუერთდნენ ქართველი არტისტები და მწერლებიც. მომღერალთა ნაწილმა კი, პარლამენტის წინ შეკრებილი ხალხის წინაშე რუსეთში ჩატარებული კონცერტების გამო ბოდიში მოიხადა და პირობა დადო, რომ იქ აღარასდროს იმღერებდა, მათ შორის იყვნენ: ქართველი მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი და მომღერალი ნინო ქათამაძე.

კომენტარები

კომენტარი