კინო

ნახეთ: “მალეფისენტის” ტრეილერი, ანჯელინა ჯოლის მონაწილეობით

სტუდია Walt Disney-მ ფილმ “Maleficent: Mistress of Evil”-ის ტრეილერი გამოაქვეყნა, რომელიც ანჯელინა ჯოლის მიერ განსახიერებული ცნობილი ჯადოქრის ისტორიის გაგრძელებას წარმოადგენს.

ახალ ფილმში მოქმედება “მალეფისენტის” პირველი ნაწილის მოვლენებიდან რამდენიმე წლის შემდეგ ვითარდება. ფილიპი, ავრორას ძველი მეგობარი, მას წინადადებას სთავაზობს. მალეფისენტა, ერთი მხრივ, წინააღმდეგია, რადგან მისი აზრით, სიყვარული ბევრი ტანჯვისა და ტკივილის მომტანია, თუმცა, ავრორა მას არ უსმენს და თავისი საქმროს ოჯახში ხვდება, სადაც მას, მალეფისენტასთან ერთად, მრავალი გამოცდა ელის.

ანჯელინა ჯოლის პერსონაჟი, ჯადოქარი, დედოფალ ინგრიდს უპირისპირდება, რომელიც ავრორას საქმროს დედაა. მის როლს ფილმში მიშელ პფაიფერი ასრულებს.

ფილმის რეჟისორი ჰოაკიმ რონინგია. სცენარის ავტორი კი ლინდა ვულვერტონი. სწორედ მან იმუშავა პირველი ფილმის სცენარზეც.

კომენტარები

კომენტარი