კულტურა სტილი, დიზაინი

მეცნიერებმა ობობის ახალი სახეობა კარლ ლაგერფელდს მიამსგავსეს და მისი სახელი დაარქვეს

ავსტრალიელმა ბიოლოგებმა, ბარბარა ბაიერმა, ჯოზეფ შუბერტმა და მათმა გერმანელმა კოლეგამ, დანილო ჰარმსმა, ავსტრალიის ტერიტორიაზე, ჩრდილო–დასავლეთით მდებარე შტატ კუინზლენში, ობობის ახალი ჯიში აღმოაჩინეს, რომელსაც სახელწოდება დიზინერ კარლ ლაგერფელდთან მსგავსების მიხედვით შეურჩიეს და Jotus karllagerfeldi დაარქვეს. ამ ახალი ჯიშის ობობის აღწერა მეცნიერებმა ჟურნალ Evolutionary Systematics-ში გამოაქვეყნეს, სადაც აღნიშნეს, რომ ობობის შავ-თეთრ ზოლებსა და დიდ, მოშავო-მოლურჯო თვალებზე კარლ ლაგერფელდის საფირმო სტილი გაახსენდათ. მრავალი წლის განმავლობაში, კარლ ლაგერფელდი ატარებდა შავ პიჯაკებსა და თეთს პერანგს, რა თქმა უნდა, თავის საყვარელ მზის სათვალესთან ერთად.

“როდესაც დავინახეთ ეს არსება, მან მაშინვე მოგვაგონა კარლ ლაგერფელდის სამოსის მოკრძალებული და მკაცრი სტილი. ობობას ფეხების დაბოლოებაზეც კი შავი ლაქები აქვს, რაც გერმანელი დიზაინერის საყვარელ აქსესუარს, შავ ხელთათმანს გვახსენებს” – აღნიშნა ჰამბურგის უნივერსიტეტის პროფესორმა, დანილო ჰარმსმა.

Прыгающий паук, названный в честь дизайнера Карла Лагерфельда

შეგახსენებთ, რომ კარლ ლაგერფელდი 1983 წლიდან იყო ფრანგული მოდის სახლის, “შანელის”კრეატიული დირექტორი. ის 2019 წლის 19 თებერვალს, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი