კინო

ჯოან როულინგის განცხადებით, “ჰარი პოტერზე” სერიალის გადაღება არ იგეგმება

ხმები იმის შესახებ, რომ სტუდია Warner Bros “ჰარი პოტერის” ფანტასტიკურ სამყაროზე სერიალი-პრიქველის გადაღებას აპირებდა, მცდარი აღმოჩნდა. ამის შესახებ “ჰარი პოტერის” წიგნების სერიის ავტორმა, ჯოან როულინგმა განაცხადა.

“ჰარი პოტერის” სიუჟეტის მიხედვით სერიალის გადაღების არანაირი გეგმა არ არსებობს. ყველანაირი ინფორმაცია ამის შესახებ არის მოგონილი” – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 3 ივლისს, გამოცემამ We Got This Covered გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სტუდია Warner Bros “ჰარი პოტერის” სერიალ-პრიქველზე მუშაობდა. გამოცემის ცნობით, სერიალში მოქმედება ორიგინალი ფილმის მოვლენებამდე დიდი ხნით ადრე განვთარდებოდა. სერიალი მაგიისა და ჯადოქრობის სკოლის “ჰოგვორსტის” მოსწავლეებსა და მასწავლებლებზე მოგვითხრობდა, თუმცა, სიუჟეტის ცენტში სრულიად ახალი პერსონაჟები იქნებოდნენ.

“ჰარი პოტერი” სტუდია Warner-ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და პოპულარული ფრანშზია. ის ჯოან როულინგის ამავე სახელწოდების ფენტეზის ჟანრის წიგნების სერიის ეკრანიზაციაა და ჰარი პოტერის, ახალგაზრდა ჯადოქრის თავგადასავლებს ასახავს.

კომენტარები

კომენტარი