კულტურა საშემსრულებლო ხელოვნება

დიანა ღურწკაია: “საქართველომ პუტინის შეურაცხყოფისთვის ოფიციალური ბოდიში უნდა მოიხადოს”

რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი. დიანა ღურწკაია ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერიდან გიორგი გაბუნიას მიერ პუტინის შეურაცხყოფას ეხმიანება და თვლის, რომ საქართველომ ოფიციალურდ უნდა მოიხადოს ბოდიში. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია პორტალი “РИА Новости” ავრცელებს.

“სტანდარტული “სინანულით” აქ არაფერი გამოვა. საქართველოს ხელისუფლებამ ოფიციალური ბოდიში უნდა მოიხადოს” – განაცხადა მომღერალმა.

მისი თქმით, ის, რაც ტელეწამყვან გიორგი გაბუნიასგან მოისმინა, ქვეყნის სირცხვილია. “შიშმა შემიპყრო, როდესაც ჟურნალისტის ამ გამოსვლას მოვუსმინე. ტელევიზიით ვინმეს მისამართით მსგავსი განცხადებების გაკეთება ყოვლად მიუღებელია” – აღნიშნა მომღერალმა.

როგორც იცით, 7 ივლისს, “რუსთავი 2”-ის ეთერში, გადაცემა “პოსტ სკრიპტუმის” წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ, პუტინის მისამართით არაეთიკური ტექსტი რუსულ ენაზე წარმოთქვა. ამ ფაქტს საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილის უკმაყოფილება და გაღიზიანება მოჰყვა. ხალხის ნაწილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის წინ იმ ღამითვე გამართა საპროტესო აქცია და არხის დირექტორის, ნიკა გვარამიასა და ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას თანამდებობებიდან მოხსნა მოითხოვა.

მოგვიანებით, “რუსთავი 2”-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა განცხადება, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ გიორგი გაბუნიას უფლებამოსილება 2 თვით შეუჩერდა. როგორც ტელეკომპანიაში განმარტავენ, ეს გადაწყვეტილება თვითრეგულირების ორგანომ მიიღო.

კომენტარები

კომენტარი