საშემსრულებლო ხელოვნება

FuLA ახალ კომპოზიციას “ზის წერილებთან” აქვეყნებს

ქართველმა ჰიპ-ჰოპ არტისტმა, გიორგი შენგელიამ, სასცენო სახელით FuLA, ახალი კომპოზიცია, სახელწოდებით “ზის წერილებთან” გამოაქვეყნა.

ტრეკის, რომელიც გუშინ, 8 ივლისს გამოქვეყნდა, პროდიუსერი მუსიკოსი ფსევდონიმით 2B გახლავთ, რომელმაც ფულასთან წარსულშიც არაერთხელ ითანამშრომლა.

გიორგი შენგელიამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იან წლებში დაიწყო.

ის მსმენელისთვის ცნობილი ჰიპ–ჰოპ პროექტიდან “ქსელი 56” გახდა. მის ნამუშევრებში ხშირად წინ ნარკოტიკების თემა და სოციალური საკითხებია წამოწეული. FuLA-ს შემოქმედებას არსებულ კლიშეებთან წინააღმდეგობა ახასიათებს. იგი ხშირად, Ol’Boy-სთან, იგივე ირაკლი ნინუასთან ერთად გვთავაზობს კოლაბორაციულ ტრეკებს.

არტისტის პოპულარული ტრეკებია “გეტოს შვილი”, “თუ დებ, დადე”, “წავედი მე” და სხვა.

კომენტარები

კომენტარი