კულტურა საშემსრულებლო ხელოვნება

“ლასკოვი მაი” საქართველოში ჩამოსვლაზე უარს ამბობს

რუსული საბჭოთა ბენდი, ლასკოვი მაი/Ласковый май ვლადიმერ პუტინის მიმართულებით გიორგი გაბუნიას გინების შემდეგ საქათველოში გასტროლებს აღარ გამართავს. ამის შესახებ ინსტაგრამზე მათი პროდუსერი, ანდრეი რაზინი წერს.

განცხადებაში რაზინი გიორგი გაბუნიას უცენზუროდ მოიხსენებს და ამბობს, რომ “ლასკოვი მაი“ საქართველოში გასტროლებს აღარასდროს ჩაატარებს.

“მივმათავ ყველა რუს არტისტს, მიბაძონ ჩვენს მაგალითს და აღარასდროს ჩავიდნენ საქართველოში,“- წერს ის.

“ლასკოვი მაი“ საბჭოთა ბოი-ბენდია, რომელიც 1986 წელს ჩამოყალიბდა და 1992 წელს დაიშალა, მას შემდეგ, რაც სოლისტმა, იური შატუნოვმა სოლო კარიერა გააგრძელა.

კომენტარები

კომენტარი