კინო

როგორია “უცნაური ამბები” კადრს მიღმა

ამერიკული სამეცნიერო-ფანტასტიკური საშინელებათა სერიალის, “უცნაური ამბების” პრემიერა Netflix-ზე 4 ივლისს შედგა. როგორც იცით, ეს სერიალის მესამე, ფინალური სეზონია, რომელიც სულ 8 ეპიზოდისგან შედგება და რომელსაც მაყურებელი, თითქმის, 2 წლის განმავლობაში ელოდა.

მესამე სეზონში მოქმედება ინდიანაში მდებარე პატარა ქალაქ ჰოუკინსში გასული საუკუნის 80-იან წლებში ხდება. სერიალის გმირებს მთავარ მონსტრთან უწევთ ბრძოლა, რომელიც ისე ახლოსაა, როგორც არასდროს. ეს ბრძოლა კი კაცობრიობის ბედს გადაწყვეტს. სერიალის მთავარი გმირები ისევ ჯგუფებად არიან დაყოფილნი, რათა უფრო ადვილად მოახერხონ ჰოუკინსის საშინელი საიდუმლოებების ამოხსნა.

მიუხედავად სერიალის დაძაბული სიუჟეტისა, როგორც ჩანს, მისი პატარა ვარსკვლავები გადაღებებზე მაინც ერთობიან, ამაზე ცოტა ხნის წინ ინტერნეტში გავრცელებული კადრს მიღმა გადაღებული ფოტოები მეტყველებს.

კომენტარები

კომენტარი