ლიტერატურა შემოქმედებითი ინდუსტრიები

დეა მეტრეველი: “ვხედავ სერიოზულ საფრთხეს ცენტრის დაგეგმილი ღონისძიებების შეფერხებასთან დაკავშირებით”

“როგორც ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი, ვხედავ სერიოზულ საფრთხეს ცენტრის დაგეგმილი ღონისძიებების შეფერხებასთან დაკავშირებით” – ამის შესახებ ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა, დეა მეტრეველმა განაცხადა.

დეამ სოციალურ ქსელში ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც ცენტრის დაგეგმილი პროექტების ეროვნული ლიტერატურის ფონდის მხრიდან გადაბარებაზე ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნული საკითხის განხილვას არ დაესწრო ფონდის დირექტორი ირმა რატიანი, ხოლო თანამშრომლებმა შეხვედრა ისე დატოვეს, რომ არც ოქმზე დააფიქსირეს თავიანთი ხელმოწერები და არც პროექტების დოკუმენტაციის გადაბარება მოინდომეს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ მწერალთა სახლის ოფიციალურად გაუქმების თაობაზე ინფორმაცია სსიპ-ის ფეისბუქგვერდიდან გახდა ცნობილი.

მწერალათა სახლის უფლებამონაცვლედ გამოცხადდა ქართული ლიტერატურის ეროვნული ფონდი, რომლის დირექტორი ლიტერატურათმცოდნე ირმა რატიანი გახდა.

კომენტარები

კომენტარი