კინო

10 საშინელებათა ჟანრის ფილმი, რომლებსაც კინოთეატრებში უნდა უყუროთ

კინოთეატრების კლიენტების რიცხვი ერთი ორად იზრდება მაშინ, როცა ეკრანზე კარგი საშინელებათა ჟანრის ფილმი გადის. მართლაც, ყველაზე დიდი ადრენალინი გამოიყოფა, როცა მეგობრებთან ერთად ჩაბნელებულ ოთახში ზიხარ და ფილმის დაძაბულობასთან ერთად, გულს სხვა მაყურებლების შეძახილებიც გიხეთქვას.

“არტნიუსი” გთავაზობთ 10 საუკეთესო საშინელებათა ფილმს, რომლებიც 2017-18 წლებსი გამოვიდა:

ზღვის ვარსკვლავა

starfish film-ის სურათის შედეგი

ახალგაზრდა ბრიტანელი რეჟისორის ეი თი ვაითის ფილმი “ზღვის ვარსკვლავა” მოგვითხრობს ახალაზრდა ქალზე, რომელიც საოცრად გლოვობს თავისი უახლოესი მეგობრის დაკარგვას. ეს სწორედ იმ დღეს ხდება, როდესაც ეს სამყარო, როგორც ჩვენ მას ვიცნობთ, წყვეტს არსებობსას.

ჰელბოი

hellboy 2018-ის სურათის შედეგი

მეორე მსოფლიო ომში ნაცისტების დამარცხდნენ. მათ ლაბორატორიაში შეაღწევს მოკავშირეების რაზმი და ამ იარაღს ნაცისტების წინააღმდეგ გამოიყენებს. მათ არც კი იციან რა ელით წინ…

პირსინგი

piercing 2018-ის სურათის შედეგი

ამ ჩახლართულ სასიყვარულო ისტორიაში კაცი ხანგრძლივი ძიების შემდეგ მიაკვლევს უცნობს, რომელსაც შეუძლია წარსულის მრავალი სატანჯველისგან განწმენდაში დაეხმაროს, თუმცა მისი გეგმები ჩაიშლება, შეხვდება რა ქალს, რომელსაც სულ სხვა გეგმები აქვს.

ბრაითბერნი: წყეული სუპერგმირი

რა მოხდება, თუ ზეშესაძლებლობების მქონე უცხოპლანეტელი ბავშვი სხვა სამყაროდან დედამიწაზე ჩამოვარდება, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ კაცობრიობის იმედი და გმირი გახდეს, ის რაღაც უფრო შემზარავი ბოროტება აღმოჩნდება? უშვილო წყვილი იშვილებს ბიჭს, რომელსაც ისინი ციდან ცეცხოლოვანი ბურთის ჩამოვარდნის შემდეგ მათი სახლის ახლოს ნახავენ. წლების მანძილზე ბიჭში უჩვეულო შესაძლებლობები და ბნელი სწრაფვები ვლინდება, რომელსაც სხვებისთვის საფრთხე მოაქვს. მშობლები ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ ბავშვის შიგნით სასტიკი და დაუნდობელი არსება აღმოჩნდებოდა დამალული…

თავს უშველე

get out-ის სურათის შედეგი

ახალგაზრდა შავკანიანი ბიჭი სახელად კრისი მიემგზავრება მისი მეგობარი გოგონას დაწყევლილ საგვარეულო მამულში, რათა გაეცნოს მის მშობლებს. რასობრივი კითხვებით შეწუხებული კრისი, თეთრი ადამიანების წრეში თავს არასასიამოვნოდ გრძნობს და მას წარმოდგენაც კი არ აქვს იმ საშინელ “სიურპრიზზე”, რომელიც მას იქ ელოდება…

სრულყოფილება

დაკავშირებული სურათი

პრობლემების მქონე მუსიკალური ვუნდერკინდი შარლოტი დიდი ხნის ძებნის შემდეგ ელიზაბეტს მიაკვლევს, რომელიც მისი ყოფილი სკოლის ახალი საუკეთესო მოსაწავლეა. ეს შეხვედრა ორივე მუსიკოსს ავბედით ცხოვრებისეულ გზას უქადის, რომელიც შოკისმომგვრელ შედეგებს მოიტანს.

დანა + გული

knife + heart-ის სურათის შედეგი

ფილმში მოვლენები პარიზში, 1979 წლის ზაფხულში ხდება. მთავარი პერსონაჟი ანა გეი პორნოს პროდიუსერია. მას რეჟისორი ლუისი მიატოვებს, ანა კი მის დაბრუნებას ცდილობს, რათა ხელახლა შეუდგნენ გრანდიოზული ფილმების კეთებას.

რეინკარნაცია

hereditary-ის სურათის შედეგი

ენი გრეჰემის დედის გარდაცვალების შემდეგ ოჯახში უჩვეულო მოვლენები ხდება .ოჯახის წევრების სიცოცხლე საფრთხეშია. ყოველ დღეს მათი ოჯახის ახალ საშინელ საიდუმლოს ეხდება ფარდა. ენი ხვდება, რომ ეს კოშმარი ბევრი წლის წინ დაიწყო. შეძლებს კი ის იპოვოს წყევლის გასაღები, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა.

ანიჰილაცია

დაკავშირებული სურათი

დედამიწაზე არსებობს ანომალიური ზონა. არავინ იცის დაზუსტებით საიდან გაჩნდა და რა ხდება იქ. მეცნიერები მთელი მსოფლიოდან იჩენენ მის მიმართ ინტერესს. საიდუმლო ორგანიზაცია ორჯერ გაგზავნის ეკიპაჟს ზონის შესასწავლად, მაგრამ ორივე ეკიპაჟი უგზოუკვლოდ იკარგება. ლანა, მეცნიერ-ბიოლოგი აპირებს შეაღწიოს ზონაში და იპოვოს მისი ქმარი, რომელიც მეორე ეკიპაჟთან ერთად დაიკარგა. მასთან ერთად მთელი რიგი გამოცდილი მეცნიერები და მკვლევარებიც მიდიან.

ჰელოუინი

halloween 2018-ის სურათის შედეგი

ბოროტება კვლავ ბრუნდება, მისი შეჩერება შეუძლებელია. ლორის საბოლოო დაპირისპირება მაიქლ მაიერსთან, ნიღბიან არსებასთან, რომელსაც რამოდენიმე ათეული წლის წინ, ჰელოუინის ღამეს, ბეწვზე გადაურჩა.

კომენტარები

კომენტარი