საშემსრულებლო ხელოვნება

მუსიკოსი ჟოაო ჟილბერტო 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

ცნობილი ბრაზილიელი მომღერალი და გიტარისტი ჟოაო ჟილბერტო 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მუსიკოსი თავის სახლში ოჯახის წევრების გარემოცვაში რიოში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

ბრაზილიური მუსიკის მკვლევარების მიერ ჟილბერტუ აღიარებულია, როგორც ბოსა-ნოვას პირველი შემსრულებელი. სტილისა, რომელმაც ბრაზილიური მუსიკალური იდენტობა მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა. მისი ინტიმური და ნიუანსირებული შესრულების ტექნიკა, როგორც კრიტიკოსები ამბობენ, 50-იან წლებში მისმა საცხოვრებელმა პირობებმა გამოიწვია, რადგან დაკვრის და სიმღერის დროს მას არ უნდოდა ოჯახი შეეწუხებინა. ამის გამო, მას მუსიკალური მიდრეკილებების დაკმაყოფილება სააბაზანოში უწევდა.

კომენტარები

კომენტარი