კინო

Disney კურდღელ ოსვალდს ეკრანზე აბრუნებს

სტუდია Disney-მ ახალი სერიალის გამოსვლა დააანონსა, რომელიც მის ერთ-ერთ პირველ პერსონაჟს, კურდღელ ოსვალდს მიეძღვნება.

ცნობილია, რომ Disney-ს ახალი სერიალის სცენარისტი კრისტოფერ პეინტერი იქნება, რომელიც ცნობილია ანიმაციური სერიალით “ღრუბელი ბობი კვადრატული შარვალი”. გამოსვლის ზუსტი თარიღი, ჯერჯერობით, უცნობია, ვიცით მხოლოდ ის, რომ პროექტი 2019 წლის ბოლოს, სტრიმინგ სერვის Disney+ – ზე გამოვა.

კურდღელი ოსვალდი არის Disney-ს ანიმაციური ფილმის პერსონაჟი, რომელიც 1927 წელს, მულტიპლიკატორებმა უოლტ დისნემ და აბ აივერკსმა სტუდია Alice Comedies-სთვის შექმნეს. ამ კურდღელზე სულ 27 მულტფილმია გადაღებული.

კომენტარები

კომენტარი