კინო ლიტერატურა

Netflix-ი ნილ გეიმანის “ქვიშის კაცის” ეკრანიზაციას გადაიღებს

სტრიმინგ სერვისი Netflix-ი ნილ გეიმანის კომიქსის, “ქვიშს კაცის” მიხედვით, სერიალს გადაიღებს. ინფორმაციას ამის შესახებ The Hollywood Reporter-ი ავრცელებს.

მრავალსერიიანი ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერები ნილ გეიმანი და დევიდ გოიერი იქნებიან. ცნობილია, რომ ფილმზე მუშაობის პროცესში კომპანია DC Entertainment-იც ჩაერთო.

პროექტის სცენარისტი ალან ჰეინბერგი იქნება, რომელიც ცნობილია ისეთი ფილმებითა და სერიალებით, როგორებიცაა: “ქალი-საოცრება”, “გრეის ანატომია” და “სექსი დიდ ქალაქში”.

ნილ გეიმანის აღნიშნული კომიქსის ეკრანიზაცია 1990-იან წლებში არაერთგზის სცადეს, თუმცა მისი რეალიზაცია ვერ მოხერხდა.

აღსანიშნავია, რომ “ქვიშის კაცი” გახდა პირველი კომიქსი, რომელმაც მხატვრული ნაწარმოებისთვის განკუთვნილი მრავალი ჯილდო დაიმსახურა. “ქვიშს კაცმა” ნილ გეიმანს არაერთ ლიტერატურულ პრემიაზე მოუტანა საუკეთესო მწერლის ტიტული. ამერიკელმა მწერალმა და პუბლიცისტმა, ნორმან მეილერმა კი მას “კომიქსი იტელექტუალებისთვის” უწოდა.

კომენტარები

კომენტარი