კინო

“ნიღაბის” რიმეიქში მთავარი როლი, შესაძლოა, ქალმა შეასრულოს

ამერიკელმა პროდიუსერმა და ფილმ “ნიღაბის” თანაავტორმა, მაიკ რიჩარდსონმა განაცხადა, რომ ფილმის რიმეიქში მთავარ როლზე ქალი მსახიობის დამტკიცებას ფიქრობს. ამის შესახებ მან ჟურნალ Forbes-თან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

რიჩარდსონის თქმით, მას სურს, მთავარი როლის შემსრულებლად იხილოს “შესანიშნავი კომიკოსი”.

“უკვე ვიცი ვინც იქნება ის, მაგრამ, ჯერჯერობით, მის ვინაობას არ გავამხელ. ჩვენ ჯერ უნდა დავარწმუნოთ ეს მშვენიერი მსახიობი ფილმში მონაწილეობაზე” – აღნიშნა რიჩარდსონმა.

პროდიუსერის თქმით, ეს პროექტი იქნება “კიდევ ერთი ფილმი აბსოლუტური ძალაუფლების მქონე ადამიანზე”. მას სურს, რომ ახალ ფილმში მეტი ყურადღება დაეთმოს გმირის ბნელ მხარეებს, იმას რაც აქამდე დაფარული იყო.

“ნიღაბი” ამერიკული ფანტასტიკური კომედიური ფილმია, რომელიც ეფუძნება Dark Horse Comics-ის კომიქსების სერიას, სახელწოდებით “ნიღაბი”. ფილმის რეჟისორია ჯეკ რასელი. მისი პრემიერა 1994 წლის 29 ივლისს შედგა.

ფილმში მთავარ როლს ჯიმ ქერი ასრულებს. იგი განასაიხერებს მამაკაცს, რომელიც პოულობს ლოკის ნიღაბს, რომელიც მას მაგიური თვისებებით მქონე არსებად ქცევს.

“ნიღაბი” წლის ერთ-ერთ ყველაზე შემოსავლიან ფილმად იქცა. სტენლი იპკისის როლისთვის კი ჯიმ ქერი ნომინირებული იქნა “ოქროს გლობუსზე”, ხოლო ფილმი – “ოსკარზე”, საუკეთესო ვიზუალური ეფექტების კატეგორიაში.

კომენტარები

კომენტარი