კულტურა

პირდაპირ ეთერში რემბრანდტის ნახატის რესტავრაცია დაიწყო

მუზეუმი Rijksmuseum მზადაა რემბრანდტის მიერ XVII საუკუნეში შექმნილი ცნობილი ნახატის “ღამის გუშაგის” რესტავრაციისთვის. The Guardian-ის ცნობით, მუზეუმის 12 რესტავრატორი ტილოს მინის სპეციალურ კამერაში მოათავსებს და პროცესზე დაკვირვება მუზეუმის ოფიციალურ საიტზე ონლაინ-ტრანსლაციით იქნება შესაძლებელი.  რესტავრაციის პროცესი დღეს, 7 ივლისს დაიწყება.

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტილო “ღამის გუშაგი“ თითქმის 4 მეტრია, მისი წონა კი 337 კილოგრამია. ბოლოს, ნამუშევარს რესტავრაცია 1975 წელს ჩაუტარდა, როცა მუზეუმის ერთ-ერთმა სტუმარმა ტილო დანით დასერა.

ვარაუდობენ, რომ ტილოს რესტავრაცია მინიმუმ 10 თვე გაგვრძელდება. მუზეუმის დირექტორის თქმით, რესტავრატორები ამ პროცესს ოპერაცია “ღამის გუშაგს” უწოდებენ, რადგან რესტავრაციის პროცესი მათთვის საბრძოლო ოპერაციასთან ასოცირდება.

კომენტარები

კომენტარი