საშემსრულებლო ხელოვნება

ქეთა თოფურიასა და A-Studio-ს კონცერტი არ გაუქმებულა, მომდევნო სეზონზე გადაიდო — კლუბის მეპატრონე

უტინის მხარდამჭერი ჯგუფის A-Studio-სა და ქეთა თოფურიას კონცერტი არ გაუქმებულა, მომდევნო სეზონზე გადაიდო. ამის შესახებ On.ge-ს კლუბის UP2U-ს მფლობელმა, ირაკლი ფირანიშვილმა განუცხადა. სწორედ ამ კლუბში უნდა გამართულიყო ღონისძიება.

ფირანიშვილის თქმით, ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ერთკვირიანი მოლაპარაკებები ჯგუფთან, რის შემდეგაც შეთანხმდნენ, რომ “მიმდინარე მოვლენების ფონზე” კონცერტის ჩატარება არ ღირს.

“გვეგონა, რომ სიტუაცია ჩაწყნარდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა”, — განუცხადა მან On.ge-ს.

ფირანიშვილის თქმით, პრობლემად არ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ჯგუფი რუსეთის პრეზიდენტის მხარდამჭერია, რადან ის პოლიტიკასა და ხელოვნებას ერთმანეთთან არ აკავშირებთ. მისივე თქმით, რადგან არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ სხვაობას ვერ ხედავენ საჭირო გახდა კონცერტის გადადება მომდევნო ზაფხულისთვის.

კონცერტი 27 ივლისს იყო დაგეგმილი. რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი, ქეთა თოფურია, რომელიც ჯგუფის სოლისტია, პუტინის პოლიტიკის აქტიური მხარდამჭერია. 2010 წელს საბჭოთა კავშირისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ის სცენაზე სამხედრო ფორმით წარსდგა და სიმღერა “ჩვენ გვჭირდება ერთი გამარჯვება” შეასრულა. 2013 წელს, 12 ივნისს რუსეთის დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე თოფურიამ წითელ მოედანზე, რუსეთის დროშის ფერებში გაფორმებული კაბით იმღერა.

კომენტარები

კომენტარი