კულტურა

გია ვოლსკი მიხეილ გიორგაძეზე და მწერლების პროტესტზე განცხადებას აკეთებს

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილის, მიხეილ გიორგაძის თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა:

„დარგი მისახედია. ბევრი კულტურის ძეგლია, რომელიც მნიშვნელოვნად იქნა წარმოჩენილი, ბევრი კულტურული ღონისძიება ჩატარდა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, მეტი უნდა იყოს. საქართველოს სახეა კულტურა და ვფიქრობ, ამ დარგში ახალი ძალა და ენერგიაა საჭირო“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

​გარდა ამისა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს უპასუხა დასმულ შეკითხვას ხომ არ უკავშირდება მიხეილ გიორგაძის თანამდებობის დატოვება ქართველი მწერლებისა და გამომცემლების მოთხოვნას, აღდგეს „მწერალთა სახლისა“ და „ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის“ სსიპ-ები.

„რაც შეეხება მწერლების პროტესტს, რასკვირველია, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მწერლების ერთ ჯგუფს ან ხელოვანთა ერთ ჯგუფს ყოველთვის აქვს დამოკიდებულება რადიკალურად დაპირისპირებული, ზოგს კრიტიკული და ეს უნდა ახასიათებდეს კიდეც მათ. დამოკიდებული შემოქმედებითი ჯგუფი ან ადამიანი ხელოვნებაში ვერაფერს მიაღწევს”,- განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მიხეილ გიორგაძემ მინისტრის მოადგილის პოსტი დატოვა. მას გადადგომის მიზეზებზე არ უსაბურია.

აღსანიშნავია, რომ მწერალთა და გამომცემელთა ნაწილი მის წასვლას წიგნის ეროვნული ცენტრია და მწერალთა სახლის გაუქმებას უკავშირებს.

კომენტარები

კომენტარი