ვიზუალური ხელოვნება

სარაჯიშვილი მწერალთა სახლს ტოვებს – მაჩაბლის 13-ის შესასვლელთან საპროტესტო სტენსილი გაჩნდა

სოლოლაკში, მაჩაბლის 13 ნომერში, მწერალთა სახლის შესასვლელთან ახალი სტენსილი გაჩნდა. “დავით სარაჯიშვილი მწერალთა სახლს ტოვებს”, – ასე ჰქვია ახალ სტენსილს, რომლის ავტორიც ქუჩის მხატვარი გიორგი გაგოშიძეა.

ნახატზე ცნობილი მეცენატი ჩემოდნით გადის ეზოდან, რაც მწერალთა სახლში მიმდინარე პროცესების მიმართ არტისტის პროტესტია.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მწერალთა სახლის ოფიციალურად გაუქმების თაობაზე ინფორმაცია სსიპ-ის ფეისბუქგვერდიდან გახდა ცნობილი.

მწერალათა სახლის უფლებამონაცვლედ გამოცხადდა ქართული ლიტერატურის ეროვნული ფონდი, რომლის დირექტორი ლიტერატურათმცოდნე ირმა რატიანი გახდა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, სსიპ “ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი” და სსიპ “მწერალთა სახლი” ერთიანდება.

აღნიშნულ განცხადებას მწერალთა და გამომცემელთა რიგებიდან პროტესტი მოჰყვა, რადგან მათი აზრით, რეფორმად წოდებული გადაწყვეტილება, სინამდვილეში, ყველაზე წარმატებული სსიპ-ების დაშლას გულისხმობს.

მიხეილ გიორგაძე აცხადებდა, რომ „კლასიკური „ფეიკნიუსია“, როდესაც საუბარია რაღაცის დაქცევასა და გაუბედურებაზე და არა იმაზე, თუ რა სარგებელი შეიძლება მოჰყვეს სამინისტროს გადაწყვეტილებას. 

მინისტრის მოადგილის თქმით, სსიპ-ების გაერთიანება საკადრო ოპტიმიზაციას არ გულისხმობს.

ლიტერატურათმცოდნე ირმა რატიანი მითს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას და ამბობს, რომ მწერალთა სახლი ფუნქციონირებას განაგრძნობს.

აღნიშნულ თემაზე ცნობილია ევროკავშირის ექსპერის დასკვნაც.

კომენტარები

კომენტარი