შემოქმედებითი ინდუსტრიები

ამსტერდამმა “ევროვიზია 2020”-ის მასპინძლობაზე უარი თქვა

ამსტერდამის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2020 წელს “ევროვიზიას” არ უმასპინძლებს. ინფორმაციას ამის შესახებ ESCToday ავრცელებს.

ამსტერდამის მერმა, ფემკე სალჰემა განაცახადა, რომ ამსტერდამის სამი უდიდესი დარბაზი უკვე დაჯავშნილია “ევროვიზიის” ჩატარების დროს. კონკურსის წესების თანახმად, “ევროვიზიისთვის” დარბაზის გამოყოფა ხდება უსასყიდლოდ. ორგანიზატორები კი დარბაზს, დაახლოებით, 8 კვირით ითხოვენ.

როგორც იცით, ევროვიზია 2019-ის გამარჯვებული ნიდერლანდების წარმომადგენელი დუნკან ლოურენსი გახდა, შესაბამისად, კონკურსის წესების თანახმად, 2020 წელს, “ევროვიზია” სწორედ ამ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს.

კონკურსის ორგანიზატორები გეგმავდნენ, რომ “ევროვიზია 2020” ამსტერდამის ღია არენაზე – Ziggo Dome-ში ჩატარდებოდა, თუმცა წინასწარი ჯავშნის გამო, ადგილის გათავისუფლება ვერ ხერხდება. ჯერჯერობით, უცნობია სად გადაწყდება კონკურსის ჩატარება.

კომენტარები

კომენტარი