კულტურა

მიხეილ ბატიაშვილი გიორგაძის გადადგომასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს

დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორიტს მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის მოადგილე მიხეილ გიორგაძე თანამდებობიდან გადადგა

გიორგაძე გადადგომის მიზეზებზე არ საუბრობს, მხოლოდ მადლობას უხდის კოლეგებს, კულტურისა და სპორტის სფეროში მოღვაწე ადამიანებს და ამბობს, რომ რჩება გუნდის ერთგულ წევრად.

ყოფილი მოადგილის ამ გადაწყვეტილებას მინისტრიც გამოეხმაურა:

,,მიშა გიორგაძემ დატოვა პირველი მოადგილის პოსტი და პატივი უნდა ვცეთ მის გადაწყვეტილებას, ის რჩება ჩვენი გუნდის წევრად და დარწმუნებული ვარ, ბევრ კარგ საქმეს გააკეთებს კერძო სექტორში, წარმატებებს ვუსურვებ მას! რაც შეეხება კულტურის მიმართულებას, – მე ვფიქრობ, რომ საჭიროა რეფორმები, ახალი საერთაშორისო და ადგილობრივი პროექტები, დაინტერესებული მხარეების მეტი ჩართულობა, პრობლემების პროაქტიული გადაწყვეტა. ეს ყველაფერი მოითხოვს ახლებურ მიდგომებს და ჩვენ ამას გავაკეთებთ“, – განაცხადა ბატიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი