კულტურა საშემსრულებლო ხელოვნება

რატომ გაქრა რუსული მუსიკალური სერვისებიდან ნინო ქათამაძის სიმღერები

ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ ქართველი მომღერლის, ნინო ქათამაძის სიმღერები რუსული მუსიკალური სერვისებიდან წაშალეს. როგორც რუსეთის მუსიკალრი სერვისების წარმომადგენლები მედიასთან აცხადებენ, ეს ფაქტი არ უკავშირდება მომღერლს მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთებულ განცხადებას, რომელშიც მან პირობა დადო, რომ რუსეთში აღარ იმღერებდა.

“2017 წელს, ნინო ქათამაძემ ლეიბლ Misteriya Zvuka-სთან თანამშრომლობა შეწყვიტა, რომლის საშუალებითაც Yandex.Music-ს მისი სიმღერები მიეწოდებოდა“, – აცხადებენ Yandex.Music-ის პრესსამსახურში.

მანამდე, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ნინო ქათამაძის სიმრერები რუსული სტიმინგ სერვისებიდან და სოციალური ქსელებიდან საბოლოოდ წაშალეს. შეგახსენებთ, რომ ქართველი მუსიკოსის კომპოზიციები და ალბომები რუსეთის ტერიტორიაზე მიუწვდომელია iTunes-ის, Google Play Music-ის, Yandex.Music-ის და სოციალურ ქსელ VKontakte-ს მომხმარებლებისთვის.

კომენტარები

კომენტარი