ლიტერატურა

ცნობილია ლიტერატურული კონკურსის „საბა“ 2019 წლის მონაწილეების სრული სია

დღეს პოეტმა, რატი ამაღლობელმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ლიტერატურული პრემია “საბა” წელს აუცილებლად გაიმართებოდა.

განცხადებიდან ცოტა ხნის შემდეგ ცნობილი გახდა “საბა 2019-ის” მონაწილეთა სრული სია.

“წარმოგიდგენთ ლიტერატურული პრემია “საბას” 2019 საკონკურსი წიგნების სიას, ნომინაციების მიხედვით. სიას აკლია მხოლოდ “ქართული ნაწარმოების უცხოური თარგმანების” ნომინაცია, მოგვიანებით დაემატება’ – აღნიშნულია გავრცელებულ დოკუმენტში.

სიის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

წელს “საბას” საპრიზო ფონდი გაიზარდა და გამარჯვებული ავტორები 9 ნომინაციაში 4 000 ლარის ნაცვლად, 6 000 ლარს მიიღებენ, ხოლო “ლიტერატურულ განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის” საპრიზო თახნა 8000 ლარის ნაცვლად, 10 000 ლარი იქნება.

ცვლილებები ჟიურის შერცევის წესშიც არის. ჟიურის შემადგენლობას “საბას” საკონსულტაციო საბჭო დაამტკიცებს, რომელშიც შედიან “საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა”, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი”, “საქართველოს ეროვნული მუზეუმი”, “ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი”, “ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი” და “ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი”.

აგრეთვე, ცნობილი ხდება, რომ დაბრუნდა ორი ნომინაცია” საუკეთესო პიესა” და “საუკეთესო კრიტიკა”.

კომენტარები

კომენტარი