არქიტექტურა, არქეოლოგია

ერაყში უძველესი ქალაქის ნანგრევები აღმოაჩინეს

ბრიტანული გამოცემა СNN-ის ცნობით, ქურთისტანის რეგიონში, ერაყის ქალაქ მოსულთან არქეოლოგებმა 3,400 წლის ქალაქის ნანგრევები აღმოაჩინეს.

როგორც გაირკვა, ნაქალაქარი აქამდე წყალსაცის წყლებით იყო დატბორილი. ის მითანის იმპერიის დროით თარიღდება, რაც ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-15 მე-16 საუკუნეებს მოიცავს.

“ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი არქეოლოგიური აღმოჩენა რეგიონში” – ამბობს ქურთი არქეოლოგი, ჰასან აჰმედ ქაზიმი.

გამოცემის თქმით, ამ ტერიტორიაზე წყლის დონემ ჯერ კიდევ 2010 წელს დაიწია, თუმცა არქეოლოგებმა გათხრების დაწყება მაშინვე ვერ დაიწყეს. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ სპეციალისტებმა აღმოაჩინეს ქალაქი სასახლეებით და კედლებით.

მეცნიერების თქმით, ქალაქის აღმოჩენას დიდი მნიშვნელობა აქვს მითანის ისტორიის აღდგენითვის.

კომენტარები

კომენტარი