შემოქმედებითი ინდუსტრიები

მთაწმინდის პარკში სიცილის ფესტივალი ჩატარდება

13 ივლისს, თბილისში, მთაწმინდის პარკში, ტრადიციული და ყოველწლიური სიცილის ფესტივალი უკვე მესამედ ჩატარდება. ფესტივალი კომპანია “ნატახტარისა” და მთაწმინდის პარკის ორგანიზებით ტარდება.

ფესტივალის ორგანიზატორების ცნობით, შოუ-პროგრამების წამყვანი სიცილის იოგის სპეცალისტი, სიცილის თერაპევტი და მადან კატარიას სიცილის იოგის სკოლის წარმომადგენელი, მაგნო შავდია იქნება.

ფესტივალის სტუმრებს პარკის მთავარ მოედანზე უამრავი გასართობი ღონისძიება ელოდებათ, მათ შორის: საპნის ბუშტების შოუ, გიგანტური ფაზლის აწყობა. სტუმრები, ასევე, ექნებათ შესაძლებლობა გადაიღონ 3D გიფები, პოლაროიდის ფოტოები, ანიმატორებთან ერთად შეასრულონ სიმღერები კარაოკეზე და რაც მთავარია, ჩაიტარონ სიცილის თერაპია.

კომენტარები

კომენტარი