ლიტერატურა საშემსრულებლო ხელოვნება

Queen-ის წევრები გამოუშვებენ წიგნს, რომელშიც ჯგუფის შესახებ აქამდე უცნობი ყველა ისტორია შევა

ბრიტანული როკ-ჯგუფის Queen-ის წევრები გამოუშვებენ წიგნს, რომელშიც შევა ჯგუფსა და მის წერვებთან დაკავშირებული აქამდე უცნობი ყველა ისტორია. წიგნიდან გავიგებთ, ასევე, ჯგუფის წევრების მიერ მოთხრობილ სხვადასხვა ჰიტის შექმნის ისტორიას და ვიხილავთ უნიკალურ ფოტოებს პირადი არქივიდან.

160 გვერდიანი ილუსტრირებული გამოცემა, სახელწოდებით “The Treasures of Queen” 2019 წლის 5 სექტემბერს გამოვა.

წიგნის ყდაზე, გამოსახული იქნება ჯგუფის ძირითადი ლოგო, რომელიც Queen-ის ფრონტმენმა, ფრედი მერკურმა ჯგუფის წევრების ასტროლოგიური ნიშნებისა და სხვა სიმბოლიკის გამოყენებით შექმნა. ეს პირველი ალბომის გამოშვებამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა. ყველა სიმბოლოს თავისი მნიშვნელობა აქვს: ორი ლომი ჯონ დიკონსა და როჯერ ტეილორს აღნიშნავს, კიბორჩხალა – ბრაიან მეის, ორი ფერია კი – თავად ფრედის სიმბოლოა.

კომენტარები

კომენტარი