ვიზუალური ხელოვნება

დაათვალიერე: დანიელმა არტისტმა საქართველოში აქციების თემაზე ილუსტრაციები შექმნა

დანიელმა არტისტმა, Livija Viksna-მ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ამსახველები ილუსტრაციები შექმნა და საკუთარ Faceebok გვერდზე გამოაქვეყნა.

არტისტს სურათების აღწერაში მოყოლილი აქვს 20 ივნისს მომხდარი ფაქტები, ბოლოს კი ქართულად უწერია, რომ რუსეთი ოკუპანტია.

20 ინვისს, საქართველოში რუსი დეპუტატების სტუმრად ჩამოყვანის გამო პარლამენტის წინ ანტისაოკუპაციო აქცია გაიმართა, რომელიც სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს. შედეგად, დაშავდა 240 ადამიანი, აქციის რამდენიმე მონაწილემ კი თვალის სერიოზული დაზიანება მიიღო. საპროტესტო აქცია მეორე დღესაც გაგრძელდა, მიუხედავდ იმისა, რომ თანამდებობა დატოვა პარლამენტის თავმჯდომარემ და სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო “ქართული ოცნების” დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა. პარლამენტის წინ კვლავ იმართება მშვიდობიანი აქციები, სადაც მოქალაქეები აქციის დაშლისა და მოქალაქეებზე ძალადობის გამო შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი