საშემსრულებლო ხელოვნება

უიტნი ჰიუსტონის შესრულებით ახალი სიმღერა გამოქვეყნდა

უიტნი ჰიუსტონის გარდაცვალებიდან 7 წლის შემდეგ მისი შესრულებით ახალი სიმღერა გამოქვეყნდა. ინფორმაციას ჟურნალი Rolling Stone ავრცელებს.

საუბარია ბრიტანელი მუსიკოსის, სტივ ვინვუდის სიმღერის Higher Love-ის ქავერზე, რომელიც უიტნი ჰიუსტონმა თავისი რიგით მესამე ალბომის – I’m Your Baby Tonight-ისთვის ჩაწერა. თუმცა, პროდიუსერების გადაწვეტილებით, უკვე საკმაოდ პოპულარული მომღერლისთვის არ ღირდა ალბომში ქავერის ჩართვა. ამიტომ, აღნიშნული სიმღერა გახდა ალბომის იაპონური ვერსიის ბონუს ტრეკი.

მომღერლის გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, კომპანიამ, რომელიც უიტნი ჰიუსტონის სიმღერებზე საავტორო უფლებებს ფლობდა და სტუდია RCA Records-მა გადაწყვიტეს, მომღერლის ფანები გაეხარებინათ და მისი შესრულებით სიმღერა Higher Love-ის რემიქსი გამოექვეყნებინათ. აღსანიშნავია, რომ ქავერზე ნორვეგიელმა დიჯეიმ, Kygo-მ იმუშავა.

კომენტარები

კომენტარი