სტილი, დიზაინი

ნახე: Vans-ის ახალი კოლექცია ფრიდა კალოს ხსოვნას ეძღვნება

ფეხსაცმლის ამერიკული ბრენდი Vans-ი საკუთარ ახალ კოლექციას მექსიკელი მხატვრის, ფრიდა კალოს ხსოვნას უძღვნის.

Vans x Frida Kahlo-ს კოლაბორაცია ამერიკის შეერთებულ შტატების მაღაზიაებში შაბათიდან უკვე იყიდება.

ფეხსაცმლის 3 სხვადასხვა მოდელი ფრიდა კალოს სამ სხვადასხვა ნახატს აერთიანებს, საიდანაც ორი მხატვრის ავტოპორტრეტია. ერთი კი მისი ცნობილი ნამუშევარი სახელწოდებით Viva La Vida, Watermelons.

ფეხსაცმლის ფასები 85-დან 95 დოლარი ღირს.

Vans-ის ახალი კოლექცია მექსიკის ეროვნულ ბანკთან და ფრიდა კალოს კორპორაციასთან პარტნიორობით შეიქმნა.

vans and frida-ის სურათის შედეგი

კომენტარები

კომენტარი