ვიზუალური ხელოვნება

თედო რეხვიაშვილის ფერწერული ტილო სოთბის აუქციონზე იქნება წარდგენილი

ვიზუალური არტისტის, თედო რეხვიაშვილის ფერწერული ტილო სოტბის აუქციონზე გაიყიდება, – ამის შესახებ მან საკუთარი სოციალური ქსელის საშუალებით გვაცნობა.

გამოფენა, სახელწოდებით Take Home a Nude, ნიუ-იორკში ოქტომბერში გაიმართება.

ნახატის ზომა, რომლის სათაურიც სუიციდია”, 200 x 175 სმ-ზეა.

“ოქტომბერში, ნიუ-იორკში გაიმართება სოთბის აუქციონი-გამოფენა Take Home a Nude, სადაც მოწვევით წარვადგინე ჩემი ბოლო ფერწერული ტილო, რომელზეც ახლა ვმუშაობ საქართველოში და დავასრულე საღებავის მეორე ფენა. დარჩა კიდევ ორი ფენა დეტალიზებისთვის. ნამუშევარს ჰქვია “სუიციდამდე” და ზომებია 200 X 175″ – წერს თედო.

თედო რეხვიაშვილმა, საქართველოში ჯერ სამხატვრო სკოლა და შემდეგ კი სამხატვრო აკადემია დაამთავრა. ახლა ის ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში ფერწერის მიმართულებით სწავლობს.

შეგახსენებთ, რომ სოთბის აუქციონი წიგნების გამყიდველმა სემუელ ბეიკერმა ლონდონში, 1744 წელს დააარსა. 1955 წლიდან აუქციონის სახლის შტაბ-ბინა ნიუ-იორკში მდებარეობს. იგი ამჟამად ფრანგ მედიამაგნატის, პატრიკ დრაის მფლობელობაშია.

კომენტარები

კომენტარი