შემოქმედებითი ინდუსტრიები

განათლების საერთაშორისო ცენტრის ხუთი სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

დასრულდა კონკურსი განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ გამოცხადებულ ხუთ სასტიპენდიო პროგრამაზე. ეს პროგრამებია:

საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2019-2020 –  40 გამარჯვებული

საერთაშორისო სადოქტორო პროგრამები 2019-2020 – 1 გამარჯვებული

საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამები 2019-2020 – 5 გამარჯვებული

საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა 2019 – 9 გამარჯვებული

სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთში („Stipendium Hungaricum“) 2019-2020 – 48 გამარჯვებული

საკონკურსო პერიოდში დარეგისტრირდა 983 აპლიკანტი, 103 კი შეირჩა საკონკურსო პროცესში. (იხ. ბმული: http://iec.gov.ge/4364). მომდევნო აკადემიური წლისათვის სწავლა ასევე დაუფინანსდება ცენტრის 40-მდე მიმდინარე გრანტის მფლობელს.

მიმდინარე ოთხი სასტიპენდიო პროგრამის კონკურსში გამარჯვებულთა სია ეტაპობრივად გამოქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე, აღნიშნული პროგრამებია:

სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2019-2020(7 სტიპენდიატი)

აკადემიური პროგრამები იტალიაში 2019-2020 (5 სტიპენდიატი)

აკადემიური პროგრამები სან – დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019-2020 (5 სტიპენდიატი)

ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამა 2019-2020 (10 სტიპენდიატი)

საერთო ჯამში, 2019-2020 სასწავლო წელს ცენტრი გასცემს 170-მდე სტიპენდიას, რის შედეგადაც, 2014-2019 წლების მონაცემების გათვალისწინებით, ცენტრის მიერ გაცემული სტიპენდიების რაოდენობა 850-მდე მიაღწევს.

კომენტარები

კომენტარი