კულტურა

სერგეი გავრილოვი საქართველოში ჩამოსვლას კიდევ აპირებს

რუსი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი, რომლის საქართველოში ვიზიტსაც ანტისაოკუპაციო საპროტესტო ტალღა მოჰყვა, რუსულ მედიასთან საუბარში აცხადებს, რომ საქართველოში ჩამოსვლას კიდევ აპირებს. ჟურნალისტის შეკითხვაზე, როდის გეგმავს საქართველოში ჩამოსვლას, გავრილოვის პასუხი ასეთი იყო: “ხვალაც კი წავიდოდი”.

“ძალიან მინდა საქართველოში ჩასვლა, იქ პირადი გეგგმები მაქვს. შემოდგომით, ბავშებთან ერთად ვგეგმავდი საქართველოს დასათვალიერებლად და მოსალოცად ჩასვლას. მინდა ჩემმა შვილებმა იცოდნენ ამ ქვეყნის შესახებ, იმიტომ რომ ისეთი ადგილი, როგორიც საქართველოა, მეორე არ გვაქვს” – აღნიშნა რუსეთის დუმის დეპუტატმა.

გარდა ამისა, დეპუტატმა ისით თქვა, რომ 20 ივნისს საქართველოში საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში ჩამოსვლამდე, რუსეთის პატრიარქმა დალოცა. “საქართველოში გამგზავრებამდე, პარტიარქთან მივედი, ვეზიარე, აღსარება ჩავაბარე და რჩევა ვკითე. მან დამლოცა და მითხრა, რომ ჩვენ გვჭირდება ურთიერთობების სიკეთით გაუმჯობესება” – აღნიშნა გავრილოვმა.

კომენტარები

კომენტარი