ლიტერატურა

ფაქტია, რომ ნაბიჯებია გადასადგმელი, ზოგი ნაბიჯი უკანაც – გიორგი კეკელიძე მწერალთა სახლზე

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი და მწერალი გიორგი კეკელიძე მწერალთა სახლისა და წიგნის ეროვნული ცენტრის გაუქმება/გაერთიანების საკითხს ეხმიანება.

“ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ის რთული სიტუაცია, რაც ახლა არის მწერალთა სახლისა და წიგნის ცენტრის გაერთიანების შედეგად, ისე მოგვარდება, რომ არც ინსტიტუციები, არც პროცესი და არც პიროვნებები არ დაზარალდებიან. ამისთვის, ფაქტია, რომ ნაბიჯებია გადასადგმელი – შეიძლება, ზოგი ნაბიჯი უკანაც – ამ სიტყვის უკეთესი გაგებით. აქამდეც ძალიან აქტიურად ვიყავი ჩართული და დღესაც მზად ვარ, ბევრი გავიღო – ამ ორგანიზაციების და ხალხის ბედი ჩემთვის სულერთი არ არის. ” – განაცხადა გიორგი კეკელიძემ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მწერალთა სახლი ოფიციალურად გაუქმების თაობაზე ინფორმაცია მათი ფეისბუქგვერდიდან გახდა ცნობილი.

მწერალათა სახლის უფლებამონაცვლედ გამოცხადდა ქართული ლიტერატურის ეროვნული ფონდი, რომლის დირექტორი ლიტერატურათმცოდნე ირმა რატიანი გახდა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, სსიპ “ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი” და სსიპ “მწერალთა სახლი” ერთიანდება.

აღნიშნულ განცხადებას მწერალთა და გამომცემელთა რიგებიდან პროტესტი მოჰყვა, რადგან მათი აზრით, რეფორმად წოდებული გადაწყვეტილება, სინამდვილეში, ყველაზე წარმატებული სსიპ-ების დაშლას გულისხმობს.

მიხეილ გიორგაძე აცხადებდა, რომ „კლასიკური „ფეიკნიუსია“, როდესაც საუბარია რაღაცის დაქცევასა და გაუბედურებაზე და არა იმაზე, თუ რა სარგებელი შეიძლება მოჰყვეს სამინისტროს გადაწყვეტილებას. 

მინისტრის მოადგილის თქმით, სსიპ-ების გაერთიანება საკადრო ოპტიმიზაციას არ გულისხმობს.

ლიტერატურათმცოდნე ირმა რატიანი მითს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას და ამბობს, რომ მწერალთა სახლი ფუნქციონირებას განაგრძნობს.

აღნიშნულ თემაზე ცნობილია ევროკავშირის ექსპერის დასკვნაც.

კომენტარები

კომენტარი