კულტურა საშემსრულებლო ხელოვნება

მაკა ჩიჩუა საპროტესტო აქციებს სიმღერითაც შეუერთდა

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა, უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი, დავით რაქვიაშვილი და ჯგუფი FreeRide საპროტესტო აქციებს ახალი კომპოზიციით “არასდროს!” გამოეხმაურნენ.

20 ინვისს, საქართველოში რუსი დეპუტატების სტუმრად ჩამოყვანის გამო პარლამენტის წინ ანტისაოკუპაციო აქცია გაიმართა, რომელიც სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს. საპროტესტო აქცია რამდენიმე დღეა გრძელდება, მიუხედავდ იმისა, რომ თანამდებობა დატოვა პარლამენტის თავმჯდომარემ და სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო “ქართული ოცნების” დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა. პარლამენტის წინ შეკრებილი მომიტინგეები შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომასა და აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის მთავრობამ თბილისში განვითარებული მოვლენების შემდეგ საქართველოში პირდაპირი რეისით ფრენა დროებით აკრძალა, რაც მიზნად ისახავს ქვვეყნისთვის ეკონომიკურად დაზარალებასა და შეფერხებას. ამის საპირისპიროდ, სოციალურ ქსელში მოქალაქეებმა ტურისტების მოსაზიდად სხვადასხვა სახის კამპანია წამოიწყეს

კომენტარები

კომენტარი