შემოქმედებითი ინდუსტრიები

Echowaves Festival – დეტალები კარვების ქალაქის შესახებ

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი Echowaves-ი კარვების ქალაქის შესახებ დეტალებს გვიზიარებს.

ტერიტორია განთავსებულია სარეგისტრაციო ცენტრიდან 500 მეტრის დაშორებით, სადაც ბუნებრივი ხეების ჩრდილები იქნება.

თითოეული კარავი გათვლილია 2 ადამიანზე 4 დღის განმავლობაში.

კარვის აბონემენტში შედის ხის კარკასი, საძილე ლეიბი, საძილე ტომარა, პირადი ნივთების შესანახი სივრცე, ტერიტორიაზე განთავსებულია ტუალეტი, საშხაპე, საკვები ობიექტები და პარკინგი.

კარვების ქალაქში რეგისტრაცია დაიწყება 22 აგვისტოს, 10:00 საათზე

სტუმრებმა კარვები უნდა დატოვონ 26 აგვისტოს არაუგვიანეს 18:00 საათისა.

კომენტარები

კომენტარი