არქიტექტურა, არქეოლოგია

ტფილისის ჰამქარი: ტურგანოვის 2 და 4 ნომრებში უნებართვო სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს

ტფილისის ჰამქარის ინფორმაციით, ყოფილი პარლამენტის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის კუთვნილ შენობებში, რომლებიც თბილისში, ტურგენევის ქუჩაზე მდებარეობს და რომლებიც ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს, უნებართო სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დროსაც ღირებული ფრაგმენტები მოხსნეს და უკან აღარ აბრუნებენ.

ფრაგმენტები და ჩუქურთმები, რომლებიც ტურგენევის 2 და 4 ნომრებში ჩამოხსნეს, ღია ცის ქვეშ აწყვია. რემონტზე მომუშავე მუშებმა ადგილობრივებს უთხრეს, რომ რადგან არ აპირებენ ფრაგმენტების უკან დაბრუნებას, შეუძლიათ ისინი აიღონ კიდეც.

” შენობის ნაწილი, სადაც მიმდინარეობს უკანონო სამუშაოები ეკუთვნის ზაქარია ქუცნაშვილს, რომელსაც დღეს ადგილზე შევხვდით და განვუმარტეთ, რომ ასეთი ქმედება არის ძეგლის დაზიანება, რაც ისჯება კანონით. ასევე, საქმის კურსში ჩავაყენეთ თბილისის მუნიციპალური ინსპექცია იმედი გვაქვს, რეაგირებას არ დააგვიანებთ. ” – ნათქვამია ტფილისის ჰამქარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი