საშემსრულებლო ხელოვნება

სნუპ დოგმა მარიხუანას და ალკოჰოლის ეფექტი ფეხბურთის ლეგენდისა და საკუთარ მაგალითზე შეადარა

ამერიკელმა რეპერმა სნუპ დოგმა ინსტაგრამგვერდზე გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ფეხბურთის ლეგენდის, პოლ გასკოინისა და საკუთარ მაგალითზე ალკოჰოლისა და მარიხუანას ეფექტი შეადარა.

რეპერმა გააკეთა ფოტოკოლაჟი, სადაც თავისი და გასკოინის, იგივე “გაზას” წლების წინანადელი ფოტოები მოათავსა. რეპერმა აჩვენა, რომ მისი გარეგნობა თითქმის არ შეცვლილა, განსხვავებით ყოფილი ფეხბურთელისგან, რომელიც ალკოჰოლიზმსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულებას ებრძვის.

პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის უარყოფითი შეფასებებიც. “ადამიანი, რომელიც დასაცინად აირჩიე, უბრალოდ ლეგენდაა. დაავადება მოერია მას და დარწმუნებული ვარ, მას იმაზე მეტად სძულს საკუთარი თავი, ვიდრე შენ წარმოგიდგენია” – მიმართა სნუპ დოგს ინსტაგრამის ერთ-ერთმა მომხმარებელმა.

კომენტარები

კომენტარი