ვიდეოები კინო

“ჩარლის ანგელოზების” ტრეილერი გამოქვეყნდა

როგორც იცით, რეჟისორი და მსახიობი ელიზაბეტ ბენკსი Sony Pictures-თან ერთად, პოპულარული ამერიკული ტელესერიალის, “ჩარლის ანგელოზების” ახალ ვერსიას წარმოგვიდგენს, რომელშიც კრისტენ სტიუარტი, ნაომი სკოტი და ელა ბალინსკი თამაშობენ. ბოსლის როლს კი თავად ბენსკი ასრულებს.

რაც შეეხება ჩარლის, ამ ცნობილი პერსონაჟის ამპლუაში მსახიობი ნეთ ფექსონი მოგვევლინება.

ბენკსის თქმით, ახალი ფილმი არის სერიალის გაგრძელება, რომელიც 1970-იან წლებში გადიოდა ABC-ის ეთერში და 110 ეპიზოდს მოიცავდა.

“ჩემთვის მნიშნველოვანი იყო, გადამეღო ფილმი ქალებზე, რომლებიც ერთად მუშაობენ და ერთმანეთს მხარს უჭერენ და არა კინო მათ რომანტიკულ თავგადასავლებსა და დედობრივ გრძნობებზე” – აღნიშნა რეჟისორმა.

დღეს, Sony Pictures Entertainment-მა Youtube-ზე “ჩარლის ანგელოზების” ახალი ფილმის ოფიციალური ტრეილერი გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ ფილმის პრემიერა 2019 წლის 15 ნოემბერს შედგება.

კომენტარები

კომენტარი