ვიდეოები

ვიდეო: “უცნაური ამბების” მსახიობებმა ცვილის ფიგურების მუზეუმის სტუმრებს სიურპრიზი მოუწყვეს

სერიალ “უცნაური ამბების” მსახიობებმა ჯიმი ფელონთან ერთად ლოს-ანჯელესის ცვილის ფიგურების მუზეუმის სტუმრებს სიურპრიზი მოუწყვეს. მსახიობებმა მუზეუმში სპეციალური ექსპოზიცია შექმნეს, მათ ფონზე კი სტუმრები, ისე, რომ ვერაფერს მიხვდნენ, ფოტოებს იღებდნენ. ფოტოების გადაღების დროს, სერიალის ვარსკვლავები “გაცოცხლდნენ” და სტუმრებს გვერდით ჩამოუხდნენ. ვიდეოში კარგად ჩანს ფანების რეაქციები.

ექსპერიმენტში მონაწილეობა მიიღეს მსახიობებმა: ფინ ვულფარდმა, მილი ბობი ბრაუნმა, გეიტენ მატარაცომ, კალებ მაკლაფლინმა, ნოა შნაპმა და სედი სინკმა.

“უცნაური ამბები” პოპულარული ამერიკული სამეცნიერო-ფანტასტიკური საშინელებთა ჟანრის სატელევიზიო სერიალია, რომლის სცენარის ავტორები, რეჟისორები და თანაპროდიუსერები არიან ძმები დაფერები, შოუნ ლევისთან და დენ კოენთან ერთად.

სერიალის მოქმედება შშ-ის შტატ ინდიანას გამოგონილ ქალაქ ჰოუკინზში, 1980-იან წლებში მიმდინარეობს.

“უცნაური ამბების” მეოთხე სეზონის პრემიერა Netflix-ზე 4 ივლისს შედგება.

კომენტარები

კომენტარი