საშემსრულებლო ხელოვნება

ტომ იორკის ახალი სოლო ალბომი გამოვიდა

ჯგუფ Radiohead-ის ვოკალისტის, ტომ იორკის ახალი, რიგით მესამე სოლო ალბომი გამოვიდა, სახელწოდებით “Anima”. ალბომი სულ 9 ტრეკისგან შედგება და მისი ხანგრძლივობა 47:44 წთ-ია.

როგორც იცით, ალბომის გამოსვლიდან რამდენიმე დღით ადრე, Netflix-მა რეჟისორ პოლ-ტომას ანდერსონის ამავე სახელწოდების მოკლემეტრაჟიანი ფილმი დააანონსა, რომელშიც მთავარ როლს ტომ იორკი ასრულებს.

ტომ იორკმა საკუთარ Twitter გვერდზეც გამოაქვეყნდა პოსტი, სადაც აღნიშნა, რომ სიმღერა “Anima” ანდერსონის ახალი ფილმის საუნდტრეკი იქნებოდა.

ცნობილია, რომ მოკლემეტრაჟან ფილმში ტომ იორკის რიგით მესამე ალბომიდან სამი ახალი სიმღერა იქნება გამოყენებული. ფილმის ხანგრძლივობა 10-12 წუთია. მისი პრემიერა 27 ივნისს, Netflix-ზე დაანონსდა.

კომენტარები

კომენტარი