კულტურა შემოქმედებითი ინდუსტრიები

Echowaves-ი საქართველოში წამოწყებულ ტურისტულ კამპანიას უერთდება

ფესტივალი Eсhowaves-ი საქართველოში წამოწყებულ კამპანიას, #SpendYourSummerInGeorgia-ს უერთდება.

ღონისძიების ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, აბონემენტის ფასი კიდევ 2 კვირის განმავლობაში არ მოიმატებს და 120 ლარი დარჩება. გარდა ამისა, ხელმისაწვდომი რჩება მეგობრული აქცია – 5+1.

ფესტივალი ECHOWAVES ანაკლიის სანაპიროზე წელს უკვე მეორედ იმართება და მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რეგიონის ეკონომიკური განვითარება და ტურისტებისთვის მიმზიდველი ღონისძიების ჩატარებაა.

Echowaves-ი ანაკლიაში 22 აგვისტოდან 25 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.

ფესტივალი ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო და პოპულარულ ფესტივალ „EXIT”-ის ქოგის ქვეშ ჩატარდება. “EXIT”-ის ფესტივალი 2014 წლის „ევროპის საუკეთესო მთავარ ფესტივალად“ იქნა დასახელებული ევროპის ფესტივალების დაჯილოების მიერ. ფესტივალი, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიერ აღიარებულია როგორც დადებითი მუხტი ტურიზმის ინდუსტრიაში.

ფესტივალის ლაინაფის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

კომენტარები

კომენტარი