შემოქმედებითი ინდუსტრიები

Fabrika-ში გამოფენა გაიხსნება, რომელიც “ჩერნობილის” ტრაგედიას მიეძღვნება

3 ივლისიდან 5 ივლისის ჩათვლით, მულტიფუნქციურ სივრცეში, Fabrika-ში გამოფენა “CHERNOBYL” გაიხსნება, რომელიც ჩერნობილის ტრაგედიიდან 33-ე წელს მიეძღვნება.

მასალა 2019 წლის თებერვალში გადაღებულია ხუთდღიანი ექსპედიციის ფარგლებში “ჩერნობილის განდგომილების ზონაში”.

წარმოდგენილი მხატვრული სერია უკვე იყო გამოფენილი ქალაქ კიევში 2019 წლის 26 აპრილს და ოქროს მედალი დაიმსახურა საერთაშორისო კონკურსში ,, ბავშვთა პლანეტა“.

არტპროექტის ავტორი, ნატა ზვიადაძე EFIAP – უკრაინის ფოტოგრაფთა კავშირისა და საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაციის სამხატვრო საბჭოს წევრია.

“ნატა ზვიადაძისთვის ფოტოგრაფიისადმი გატაცება ეტაპობრივად გადაიზარდა ჰობიდან მისი ცხოვრების ყოველდღიურ წესამდე. გამონათქვამი კი – ,, ყველაფერი, რაც არ მოხვედრილა ჩემი კამერის ობიექტივში – არ არსებობს!„ მისი ცხოვრების კრედოდ იქცა. მისი ფოტოები, გასცდა უბრალოდ დაჭერილი კადრის ჩარჩოებს და ბევრი მათგანი, მხატვრული თვალსაზრისით, უფრო მეტად ნახატებსა და გრავირებას დაემსგავსა.

მისი შემოქმედების ძირითად კრიტერიუმად ემოციებისა და გრძნობების ფოტოების საშუალებით გადმოცემა იქცა.

ნატა ზვიადაძე ორმოცდაათი საერთაშორისო ფოტოკონკურსის ლაურეატია.

პარიზი, ტრიესტე (იტალია), კიევი, როვნო, ბაქო, თბილისი – ეს იმ ქალაქების არასრული ჩამონათვალია, სადაც მისი ფოტოები იყო გამოფენილი.

გარდა ამისა, არაერთხელ იყო მიწვეული ჟიურის წევრად სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსზე.”- ნათქვამია ღონისძიების აღწერაში.

კომენტარები

კომენტარი