საშემსრულებლო ხელოვნება

ბუბა კიკაბიძე რობერტ სტურუაზე: “რაც მაგან ილაპარაკა, ხალხი გადარეულია”

როგორც იცით, ქართული კინოსა და თეატრის რეჟსორმა, რობერტ სტურუამ, ცოტა ხნის წინ, საკუთარ Facebook გვერდზე თბილისში გამართულ ანტისაოკუპაციო აქციებთან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა.

“ბოროტმა სულმა იმარჯვა, ნაცისტები ზეიმობენ, საქართველო აღარ არის”, – წერდა რობერტ სტურუა.

ცოტა ხნის წინ, სტურუას განცხადებას, რუსთავი 2-ის ეთერში საუბრისას შეეხო მსახიობი და მომღერალი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძეც. ” მინდა რობიკო სტურუას გადავცე დიდი მოკითხვა. მიხვდება, რაც უნდა ვუთხრა. რაც მაგან ილაპარაკა, ხალხი გადარეულია. გია ყანჩელი, რომელიც მაგის ახლო მეგობარია, მაგანაც თქვა ეს. ვუყურებდი, მაინტერესებდა იტყოდა თუ არა. ეტყობა, დიდი მსახიობი, რეჟისორი, დიდი ნიჭი და მოქალაქეობა სხვადასხვა რამეა” -აღნიშნა მან.

ბუბა კიკაბიძემ საუბარში ისიც აღნიშნა, რომ პარლამენტის წინ მდგარ ახალგაზრდებს სოლიდარობას უცხადებს. “მე ქედი მინდა მოვუხარო ახალგაზრდებს, ამდენ ხანს რომ დგანან იქ” – აღნიშნა მსახიობმა.

რობერტ სტურუას განცხადებამ საზოგადოების გაღიზიანება და უკმაყოფილება გამოიწვია. რეჟისორის სიტყვებს აქტიურად აზიარებდნენ ფეისბუქ მომხმარებლები და პროტესტს გამოხტავდნენ. არტჯგუფმა Сunilanguage კი ფეისბუქზე ღონისძიება “სადილი რობიკოსთვის” დაანონსა, რომლის ფარგლებშიც გახსნეს სამზარეულო Кухня, სადაც, მაესტრო რობიკო სტურუასთვის ბორში და კოტლეტი მოამზადეს. ასე გამოხატა რეჟისორის განცხადების მიმართ პროტესტი საზოგადოესბის მცირე ჯგუფმა.

რობერტ სტურუას პოსტს მსახიობების პროტესტიც მოჰყვა. ცოტა ხნის წინ ნინო კასრაძემ გაავრცელა განცხადება, სადაც რეჟისორის სიტყვების საწინააღმდეგოდ აღნიშნა, რომ საქართველო კი არ მოკვდა, ახლა იბადება.

სტურუას პოსტზე განცხადება კომპოზიტორმა გია ყანჩელმაც გააკეთა. თქვა, რომ მის მოსაზრებას ემიჯნება და რომ არა ჯანმრთელობის მდგომარეობა, ახალგაზრდების გვერდით დადგებოდა.

როგორც იცით, 20 ინვისს, საქართველოში რუსი დეპუტატების სტუმრად ჩამოყვანის გამო პარლამენტის წინ ანტისაოკუპაციო აქცია გაიმართა, რომელიც სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს. შედეგად, დაშავდა 240 ადამიანი, აქციის რამდენიმე მონაწილემ კი თვალის სერიოზული დაზიანება მიიღო. საპროტესტო აქცია მეორე დღესაც გაგრძელდა, მიუხედავდ იმისა, რომ თანამდებობა დატოვა პარლამენტის თავმჯდომარემ და სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო “ქართული ოცნების” დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა. პარლამენტის წინ კვლავ იმართება მშვიდობიანი აქციები, სადაც მოქალაქეები აქციის დაშლისა და მოქალაქეებზე ძალადობის გამო შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი