საშემსრულებლო ხელოვნება

ბუბა კიკაბიძე აქციებზე რუსულ პრესასთან: “ოპოზიციის მხარეს ვარ, აბა, ვის მხარეს უნდა ვიყო?”

ქართველმა მსახიობმა და მომღერალმა ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძემ თბილისში დაწყებულ ანტირუსულ ტალღაზე კომენტარი გააკეთა. რუსულ მედია პორტალ “Московский комсомолец”-თან ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში ოპოზიციის მხარეზეა და დღეს, საქართველოში ხდება ის, რაც ხელისუფლებამ დაიმსახურა.

-მიჭირს იმის გაანალიზება, რაც ხდება დღეს საქართველოში. მაგრამ ხდება ის, რაც მათ დაიმსახურეს, ვგულისხმობ ხელისუფლებას.

-გამოდის, ამ შემთხვევაში ოპოზიციის მხარეს ხართ?

-რა თქმა უნდა, აბა, ვის მხარეს უნდა ვიყო? მოიწვიეს დეპუტაცია და საქართველოს პარლამენტში რუსეთის წარმომადგენელი დასვეს. ასეთი რამ ისტორიას არ ახსოვს. ყველაფერი აქედან დაიწყო.

-არ გეჩვენებათ, რომ ყველაფერი დადგმული იყო? რომ სპეციალურად დასვეს გავრილოვი სპიკერის სავარძელზე. ნუთუ ვერ გაიაზრეს, რა შედეგი მოჰყვებოდა ამას?

-ჩემო კარგო, ის ხალხმა კი არა, ჩვენმა ხელისუფლებამ დასვა, ასე არაა? ისინი ერთ თამაშს თამაშობენ ალბათ.

-თქვენი მთავრობაც, როგორც ჩანს, რუსეთის წინააღმდეგ თამაშობს. ასეთი ხერხით შეუტიეს რუსეთს და შედეგად, პუტინის ბრძანებით, 8 ივლისიდან საქართველოში ფრენები აიკრძალება…

-შეიძლება, ჩაფიქრებული იყო არეულობის მოწყობა დ ა ქუჩაში სახელწიფო შეიარაღებული ძალების გამოყვანა.

-მაგრამ ეს ხომ სისულელეა: სახელმწიფოს ამისთვის გადახდა მოუწევს. არჩევნებზე ხალხი ხმას მისცემს ოპოზიციას და არა ივანიშვილს?

-დიახ, დიახ, დიახ! ხალხს ესმის, რომ სახელწიფო მათზე არ ფიქრობს.

-გასულ წელს, 1 მილიონ 700 ათასი ტურისტი იმყოფებოდა ჩვენგან საქართველოში…

-ახლა უკვე აღარ იქნებიან. ფულის გამო ყველაფერზე, საკუთარ მორალსა და პატრიოტიზმზე უარი უნდა ვთქვათ?

-მე თქვენ ოთხი წლის წინ, საქართველოში, კახეთში შეგხვდით. და საერთოდ, თბილისში გატარებული 5 დღე ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი დღეებია… რა დააშავეს რუსეთის ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა?

-დიახ, მაგრამ ეს ჩვენ არ მოგვიფიქრებია, სამწუხაროდ.

-რა უნდა ვქნათ, როცა პოლიტიკოსები ხალხით ისე თამაშობენ, როგორც ბურთით…

-პოლიტიკოსი რომ ვიყო, გიპასუხებდით. მაგრამ მე მსახიობი ვარ. საერთოდ, პოლიტიკა ძალიან ბინძური რამაა. რუსეთის პოლიტიკის გარჩევასაც თუ დავიწყებთ, ზუსტად იმავეს ვიტყოდი.

მსახიობის ამ ინტერვიუს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროსთან არსებული საზოგადოებისა და მედიის განვითარების ექსპერტთა საბჭოს წევრი, ვადიმ მანუკიანი გამოეხმაურა და ვახტანგ კიკაბიძე გააკრიტიკა. მან მსახიობის პოზიციას “ბებრული სისულეები” უწოდა და თქვა რომ მისი სიტყვები რუსეთ-საქართველოს დაძაბულ სიტუაციაში ცეცხლზე ნავთის დასხმაა.

“მინდოდა კიკაბიძის მიმართ პატივისცემა მქონოდა, მაგრამ, არ გამომდის. როგორც ჩანს, მიმინოსთვის სიბერეს სიბრძნე არ მოუტანია” – განაცხადა მანუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი