სტილი, დიზაინი

დემნა გვასალიას ახალმა მაისურმა წარწერით “არ ისროლო” უარყოფითი შეფასებები მიიღო

20 ივნისს, პარიზში, მამაკაცის სამოსის მოდის კვირეულის ფარგლებში, Vetements-მა 2020 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარადგინა. კოლექციაში წარმოდგენილი იყო, აგრეთვე, ქალის რამდენიმე ლუქიც.

აღსანიშნავია, რომ ჩვენება სწრაფი კვების ობიექტის, McDonald’s-ის შენობაში შედგა, კოლექციის შთაგონება კი ქსელის თანამშრომელთა უნიფორმა გახდა.

გამოცეცმა TheGuardian-ის ცნობით, ჩვენებიდან ‘ვეტმანის’ ერთმა მაიუსმრა განსაკუთრებული რეზონანსი გამოიწვია. თეთრ მაისურზე არაბულად, ფრანგულად და ინგლისურად აწერია: „არ ისროლო“.

მაისურზე წარწერა ახალი არ არის, რადგან ზუსტად მსგავსი წარწერებით იგი 1982 წელს ლიბანში ჟურნალისტს ეცვა, როდესაც ისრაელთან საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა.

მაისური დაკავშირებულია ომთან, რომელმაც ათასობით ადამიანი შეიწირა, ბევრს ქვეყნის დატოვება მოუწია.

ვეტმანის ჩვენების შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობა იმედგაცრუებულია. ისინი არაბულ ვოგთან ინტერვიუში აღნიშნავენ, რომ ეს მხოლოდ კულტურული მისაკუთრება არ არის, არამედ შეურაცხყოფაც, რადგან ესაა კომერციალიზაცია პროდუქტის, რომელიც ქვეყნის ურთულეს პერიოდს ასახავს.  

2017 წელს მაისური არაბმა დიზაინერმა გამოიყენა, როგორც თავისი მძიმე ისტორიის გამოხატულება. მან გამოცემა Vogue-ს უთხრა, რომ გაოგნებული იყო, როდესაც მეგობარმა ვეტმანის ჩვენებიდან ფოტო გაუგზავნა.

1982 წელი, ბეირუთი – ჟურნალისტს მაისური წარწერით “არ ისროლო” აცვია

Vetements-ი ანონიმური დიზაინერების ჯგუფია, რომლებსაც ქართველი დიზაინერი და მოდის სახლ Balenciaga-ს კრეატიული დირექოტირი დემნა გვასალია ხელმძღვანელობს.

კომენტარები

კომენტარი