საშემსრულებლო ხელოვნება

ცნობილი გახდა იმ მუსიკოსების ჩამონათვალი, რომელთა ორიგინალი ჩანაწერებიც 11 წლის წინ დაიწვა

დაახლოებით ორი კვირის წინ ამერიკულმა გამოცეცამ The New York Times-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით “დღე, როდესაც მუსიკა დაიწვა”.

სტატია 11 წლის წინ Universal Studios Hollywood-ში გაჩენილ ხანძარს შეეხებოდა.

გამოცემის ინფორმაციით, ელტონ ჯონის, ლუი არმსტრონგის, არეტა ფრანკლინის ნირვანას, ემინემის და სხვა ათასობით მომღერლის ჩანაწერები 2008 წლის ხანძარმა გაანადგურა.

ანგარიშის თანახმად, ხანძარმა 500 000-მდე სიმღერის ჩანაწერი გაანადგურა. მათ შორის არის რეი ჩარლზის, ერიკ კლეპტონის, ჯონი მიჩელის, სნუპ დოგის, მერი ჯეი ბლაიჯის, Guns N’ Roses, და REM-ი.

გარდა ამისა, ახალხან ცნობილი გახდა, რომ ამ ჩამონათვალს დაემატა The Who, Neil Young, David Crosby, Jawbreaker, Blink-182, Weezer, Jimmy Eat World, Smash Mouth, Veruca Salt, Nils Lofgren. 

სრული ჩამონათვალი იხ. ბმულზე

კომენტარები

კომენტარი