შემოქმედებითი ინდუსტრიები

Mountain Set-ი ინციდენტის შემდეგ კუს ტბაზე გაიმართება

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი Mountain Set-ი, რომელიც ყაზბეგის მუნიციპალიტეტში უნდა გამართულიყო, კუს ტბაზე გაიმართება, – ამის შესახებ ფესტივალის ორგანიზატორებმა გუშინ სოციალური ქსელის მეშვეობით განაცხადეს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისინი SPACEHALL KUSTBA-ს შემოთავაზებას დასთანხმდნენ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ Mountain Set-ის საფესტივალო ტერიტორია ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ადგილობრივმა მოსახლეობამ დაარბია.

გავრცელებული ცნობებით, დაამტვრიეს ინფრასტრუქტურა და ფიზიკურად გაუსწორდნენ მუშახელს.

Mountain Set-ი 28-29-30 ივნისს თავდაპირველად სტეფანწმინდაში უნდა გამართულიყო, შემდეგ კი ფესტივალის ლოკაციად ბიდარა დასახელდა, თუმცა ინციდენტის შემდეგ ფესტივალის ლოკაცია კუს ტბა გახდა.

კომენტარები

კომენტარი