კულტურა

ამერიკელი დიპლომატი: “დედამიწაზე არ არსებობს ადგილი, სადაც საქართველოზე მეტად მენდომებოდა ყოფნა”

„დედამიწაზე არ არსებობს ადგილი, სადაც საქართველოზე მეტად მენდომებოდა ყოფნა”, – ამ სიტყვების ავტორი დეჟა ჰოლმსი, ამერიკელი დიპლომატია

“აქაურობის მაგიური სილამაზე აშკარაა, მაგრამ ვერცერთი ფოტო ან ბროშურა ვერ დაიტევს მისი ხალხის სითბოსა და უდრეკ სულს. ღვინით მდიდარ აღმოსავლეთში რთველითა და სუფრით დაწყებული, მთიან დასავლეთში ზღვისპირა პიკნიკებისა და თოვლიანი მწვერვალების ჩათვლით, ყველა რეგიონში ჩემი გულის ნაწილი დავტოვე. საქართველოში ყველგან შევიძინე ოჯახი, რომელსაც მუდამ გულით ვატარებ” ,- წერს ის.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის მთავრობამ თბილისში განვითარებული მოვლენების შემდეგ საქართველოში პირდაპირი რეისით ფრენა დროებით აკრძალა, რაც მიზნად ისახავს ქვვეყნისთვის ეკონომიკურად დაზარალებასა და შეფერხებას. ამის საპირისპიროდ, სოციალურ ქსელში ქართული ტურიზმის ხელშეწყობა ერთი ორად გაიზარდა და მოქალაქეებმა ტურისტების მოსაზიდად სხვადასხვა სახის კამპანია წამოიწყეს. სულ ახლახან ქსელში გაჩნდა ჯგუფი სახელწოდებით “Spend Your Summer in Georgia” (“გაატარე შენი ზაფხული საქართველოში”), რომელშიც უკვე 130 ათასზე მეტი ფეისბუქმომხარებელი გაწევრიანდა.

გარდა ამისა, სოციალურად აქტიურია რამდენიმე კომპანია. EASTERN PROMOTIONS-ი შავი ზღვის ჯაზის ფესტივალის აბონემენტებს იმ 100 უცხოელ სტუმარს გადასცემს, რომლებიც ფეისბუქგვერდზე დაწერენ, რომ საქართველოს 20 პროცენტი რუსეთის მიერაა ოკუპირებული.



კომენტარები

კომენტარი