კულტურა

SPACEHALL-მა Mountain Set-ს ლოკაციის საკითხზე დახმარება შესთავაზა

SPACEHALL-მა ელექტრონული მუსიკის ფესტივალს, Mountain Set-ს ლოკაციის საკითხზე დახმარება შესთავაზა.

როგორც SPACEHALL-ის მიერ გავრცელებულ ვრცელ წერილშია ნათქვამი, ისინი სოლიდარულები არიან ფესტივალის მიმართ და სრულ მხარდაჭერას უცხადებენ მათ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ Mountain Set-ის საფესტივალო ტერიტორია ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ადგილობრივმა მოსახლეობამ დაარბია.

გავრცელებული ცნობებით, დაამტვრიეს ინფრასტრუქტურა და ფიზიკურად გაუსწორდნენ მუშახელს.

Mountain Set-ი 28-29-30 ივნისს თავდაპირველად სტეფანწმინდაში უნდა გამართულიყო, მოულოდნელად კი ფესტივალის ლოკაციად ბიდარა დასახელდა.

კომენტარები

კომენტარი